ვახტანგ ძაბირაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ფილარმონიაში შეხვედრა დააანონსეს, შეკრების ინიციატორებს სხვაგვარი გეგმები ჰქონდათ და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, შეცვალეს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 6-წლიანი დუმილის შემდეგ პოლიტიკურ ველზე გააქტიურებული „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართა. პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ დავით მაღრაძემ საჯარო სივრცეში გამოთქვა ივანიშვილის მისამართით კრიტიკული მოსაზრებები, რომლის აზრი ასეთი იყო - არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი, „ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოცილდეს ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდეს“... მაღრაძისა და სხვების მისამართით ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქვა, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა “დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებამ და როგორ შეაფასებდით მის გაცხადებულ შედეგებს?

- იდეა - ჩამოშორდეს „ოცნება“ ხელისუფლებას ისე, რომ არ დაბრუნდეს „ნაცმოძრაობა“ – თავითავად გულისხმობს მესამე ძალის გაჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც სიახლეს არ წარმოადგენს და არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა მოულოდნელი, რადგან საექსპერტო წრეებში დიდი ხანია მიდის მსჯელობა, რომ აუცილებელია შეიქმნას მესამე ძალა, რომელიც ამ ორ ძალას გაანეიტრალებს.

იდეა - ჩამოშორდეს „ოცნება“ ხელისუფლებას ისე, რომ არ დაბრუნდეს „ნაცმოძრაობა“ – თავითავად გულისხმობს მესამე ძალის გაჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც სიახლეს არ წარმოადგენს

ამდენად, „იდეა“ მისაღები და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, მის გასახმოვანებლად რატომ იყო საჭირო ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვა?! იგივეს გაკეთება თავისუფლად შეიძლებოდა პრესკონფერენციის საშუალებით და ვფიქრობ, ეფექტიც ისეთივე ექნებოდა.

- „დაიცავი საქართველოს“ ლიდერებმა მოსამართლეთა დანიშვნის თემაზე ბევრი კი ისაუბრეს და მხარი დაუჭირეს ეკა ბესელიას მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხში არც უკანდახევას და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ლიდერმა ივანიშვილმა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერები, - ვინც შეკრებამდე საინფორმაციო სივრცეში ჩანდა და ისინიც, ვინც სავარაუდოდ მივიდოდნენ ამ შეკრებაზე, - პრაქტიკულად „ანათემას გადასცა,“ ამ შეკრებას არ დაუტოვებია განცდა, რომ ფილარმონიაში შეკრებილ პუბლიკას სერიოზული პოლიტიკური გეგმები აქვს. მეტიც, არ გამართლდა მოლოდინი, რომ „დაიცავი საქართველოს“ ე.წ. მესამე ძალობაზე ექნებოდა პრეტენზია. თქვენი მოლოდინი როგორი იყო და რეალურად რა აღმოჩნდა?

- ჩემთვის გაუგებარი და შეუსაბამო აღმოჩნდა თავყრილობის მასშტაბურობა და შინაარსი, რადგან მოლოდინი მქონდა, რომ შეკრების ინიციატორები აუდიტორიის წინაშე არსებული ვითარებისა და მომავლის პერსპექტივების სერიოზული ანალიზით წარსდგებოდნენ, მით უფრო, რომ ბატონ დავით მაღრაძეს წარსულში არაერთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მანიფესტაციითა თუ დეკლარაციით მიუმართავს ქართული საზოგადოებისათვის.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ფილარმონიაში შეხვედრა დააანონსეს, შეკრების ინიციატორებს სხვაგვარი გეგმები ჰქონდათ და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, შეცვალეს. სხვაგვარად მიჭირს ახსნა, თუ რას ისახავდა მიზნად ეს თავყრილობა

ამიტომ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ფილარმონიაში შეხვედრა დააანონსეს, შეკრების ინიციატორებს სხვაგვარი გეგმები ჰქონდათ და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, შეცვალეს. სხვაგვარად მიჭირს ახსნა, თუ რას ისახავდა მიზნად ეს თავყრილობა.

- პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირაკლი ტაბლიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „არ მგონია, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის, ე.წ. მესამე ძალის კონტურები მარცხნივ და მარჯვნივ უკვე გამოკვეთილია“. თუ თქვენც ასე თვლით, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება 2019 წლის ზაფხულისთვის ქართული პოლიტიკური სცენა და სავარაუდოდ, როგორაა გამოკვეთილი ე.წ. მესამე ძალის კონტურები როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე?

- ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში „მემარჯვენეობა ­- მემარცხენეობა“ უფრო პოლიტიკური პოზაა, ვიდრე იდეოლოგია. საწყის ეტაპზე, საბჭოური წარსულიდან გამომდინარე, „მემარცხენეობა“ სათაკილოდ ითვლებოდა, ამიტომ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა „მემარჯვენე“ იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ, მესაკუთრეთა შეძლებული, პასუხისმგებლობასა და სოლიდარულობის პრინციპებზე დაფუძნებული ფენა, რაც „მემარჯვენეობის“ საფუძველია, უბრალოდ, არ არსებობდა.

არა მგონია, მესამე ძალის ჩამოყალიბების საფუძვლად პოლიტიკური იდეოლოგია - „მემარჯვენეობა-მემარცხენეობა“ იქცეს. ჩვენთან, როგორც წესი, ახალი პოლიტიკური ძალა ქარიზმატული ლიდერის მიერ ყალიბდება და როგორც იდეოლოგიური, ასევე საგარეო კურსთან მიმართებით, ყოველთვის ეკლექტურია

შემდგომში ვითარება თანდათან შეიცვალა და ამჟამად პარტიათა უმრავლესობა „ცენტრიზმის“ მიმდევარია, რაც, კაცმა რომ თქვას, რეალობასთან გაცილებით ახლოს დგას, რადგან ჩვენი საზოგადოება, თავისი არსით და პრობლემათა გადაჭრის მისთვის მისაღები მეთოდებით, ნამდვილად მემარცხენეა.მიუხედავად ამისა, არა მგონია, მესამე ძალის ჩამოყალიბების საფუძვლად პოლიტიკური იდეოლოგია - „მემარჯვენეობა-მემარცხენეობა“ იქცეს. ჩვენთან, როგორც წესი, ახალი პოლიტიკური ძალა ქარიზმატული ლიდერის მიერ ყალიბდება და როგორც იდეოლოგიური, ასევე საგარეო კურსთან მიმართებით, ყოველთვის ეკლექტურია.

„მესამე“ ოპოზიციურ ფლანგზე რაიმე მოძრაობები არც ერთი და არც მეორე მიმართულებით არ შეიმჩნევა. არც ქარიზმატული ლიდერი ჩანს და არც დიდი გაერთიანების შექმნის სურვილი. უფრო მეტიც, ხდება ძველი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალების რეანიმაცია ან ახლების ჩამოყალიბება და ყოველ მათგანს აქვს პრეტენზია იქცეს „მესამე“ ძალის ცენტრად

არის სხვა ვარიანტიც - შესაძლებელია პარტიათა დიდი პოლიტიკური გაერთიანება, ისეთი, როგორიც 2007-2011წ.წ. იყო, იქცეს „მესამე“ ძალად, მაგრამ ამჟამად ვითარება გაცილებით რთულია, რადგან ახალ ერთობას მოუწევს დაპირისპირება როგორც „ნაციონალებთან“, ასევე „ოცნებასთან“.ჯერჯერობით „მესამე“ ოპოზიციურ ფლანგზე რაიმე მოძრაობები არც ერთი და არც მეორე მიმართულებით არ შეიმჩნევა. არც ქარიზმატული ლიდერი ჩანს და არც დიდი გაერთიანების შექმნის სურვილი. უფრო მეტიც, ხდება ძველი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალების რეანიმაცია ან ახლების ჩამოყალიბება და ყოველ მათგანს აქვს პრეტენზია იქცეს „მესამე“ ძალის ცენტრად. ვფიქრობ, ეს პროცესი შემოდგომამდე გაგრძელდება და შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება პარტიათა გადაჯგუფების რეალური პერსპექტივა.

- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ელექტორატი აშკარად დაკარგა. ამ არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა ხმა არა „ოცნების“ კანდიდატს, არამედ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები თუ არ გაზრდილა, არ შემცირებულა. ამავე არჩევნების წინ ივანიშვილმა დაპირებები უხვად კი გასცა, მაგრამ რაც შეეხება მათ შესრულებას საკმაოდ ბევრი რამ კი კეთდება, მაგრამ ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით აუცილებელი ნაბიჯები ხელისუფლებას არ გადაუდგამს.

„ქართული ოცნების“ ლიდერის 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილსა და შემდეგ ტვ „იმედზე“ გაკეთებულ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლამდე მმართველი გუნდი ისეთი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, რომელიც მას დაკარგულ ელექტორატს დაუბრუნებდა.

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის აზრით, საჯარო გამოსვლებში გაცხადდა, რომ ივანიშვილს არც 2020 წლამდე და არც 2020 წლის შემდეგაც არ აქვს ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გეგმით იმოქმედებს ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი?

- დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არა მარტო პარტია „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს ლიდერი. ყველა, შინ თუ გარეთ, მას აღიქვამს სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველად და არა პრემიერ-მინისტრს.

ამიტომ, როდესაც ასეთი ფიგურა თვეების განმავლობაში არ ჩანს ასპარეზზე, არავინ იცის სად არის და რას საქმიანობს, ვრცელდება მხოლოდ ირონიული ინფორმაცია, რომ ხეების გადარგვით არის დაკავებული მაშინ, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირისათვის ვერ დაუღწევია თავი, საზოგადოებაში ჩნდება ხელისუფლების დეფიციტის განცდა.

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მედიასივრცეში - ვოიაჟმა სამეგრელოში, 9 აპრილისადმი მიძღვნილმა განცხადებამ და განსაკუთრებით ტვ „იმედისათვის“ მიცემულმა ინტერვიუმ, არაჯანსაღი აჟიოტაჟი და იმედგაცრუება გამოიწვია

მეორეს მხრივ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მედეასივრცეში მისი გამოჩენა, აჟიოტაჟს იწვევს და ყალბ მოლოდინებს აჩენს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ქვეყნის რეალური მმართველი ან რა გამოსავალს ხედავს შექმნილი სიტუაციიდან?

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მედიასივრცეში - ვოიაჟმა სამეგრელოში, 9 აპრილისადმი მიძღვნილმა განცხადებამ და განსაკუთრებით ტვ „იმედისათვის“ მიცემულმა ინტერვიუმ, არაჯანსაღი აჟიოტაჟი და იმედგაცრუება გამოიწვია.

ჯერ ერთი, მთელი ეს აქტივობა ორგანულად დაუკავშირდა შუალედურ არჩევნებს და მეორე, ტვ „იმედისათვის“ მიცემული საათნახევრიანი ინტერვიუდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ გვყოლია ღირსეული მოსამართლეები და გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ მდარე ხარისხის სერიალებით გამოთაყვანებული ერი ამას ვერ ამჩნევს, ამიტომ საჭიროა კარგი სერიალების გადაღება, რომ საჭიროა მივაღწიოთ უცხოეთში არალეგალურად მყოფი და დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების ლეგალიზაციას და რომ 2022 წლისათვის განათლებაში ჩაიდება ბიუჯეტის მეოთხედი. მართალია, ჯერ არ ვიცით როგორ დავხარჯავთ ამ ფულს, მაგრამ იმედია 2022 წლამდე გავერკვევით და ჩამოვყალიბდებით.

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებების მოლოდინი გაქრა და ხავსს მოჭიდებული იმედიღა დარჩა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარების რეალური კომპლექსური გეგმა არ გააჩნია და მხოლოდ ცალკეულ პროექტებსა და მიმართულებებზეა ორიენტირებული

და კიდევ, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ყოფილა შეუსაბამობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალ დონესა და დემოკრატიის მაღალ სტანდარტს შორის. ამასთანავე, ითქვა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება მყისიერად ვერ ხერხდება და დრო სჭირდება. არ თქმულა, მაგრამ ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ, რადგან ვერ ხერხდება სოციალურ-ეკონომიკური დონის სწრაფი ამაღლება, მოსახლეობაში უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად, საჭიროა დემოკრატიული სტანდარტის შემცირება.

გულწრფელად გითხრათ, საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებული გადაჯგუფებების შემდეგ მქონდა მოლოდინი, რომ გადახალისების პროცესი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა მთავრობის რეორგანიზაციითა და ახალი, სოციალურად ორიენტირებული, რეალურად შესრულებადი ერთწლიანი სამოქმედო გეგმით, რაც საშუალებას მისცემდა ხელისუფლებას შეეჩერებინა რეიტინგის ვარდნა და 2020 წლის არჩევნებზე მიღწეულ წარმატებებზე ელაპარაკა.

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ხელისუფლებაში ცვლილებების მოლოდინი გაქრა და ხავსს მოჭიდებული იმედიღა დარჩა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარების რეალური კომპლექსური გეგმა არ გააჩნია და მხოლოდ ცალკეულ პროექტებსა და მიმართულებებზეა ორიენტირებული.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით, ზუგდიში, მთაწმინდასა და მარნეულში შუალედური არჩევნები საკმაოდ პრინციპული არჩევნებია. ზოგი უფრო შორსაც მიდის და იმაზე საუბრობს, რომ ზუგდიდის არჩევნები „სააკაშვილის ვენდეტა“ იქნება. სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიისას მომხდარი ინციდენტებიც იმაზე მიანიშნებს, რომ ზუგდიდში მართლაც სერიოზულ დაპირისპირებაა მოსალოდნელი ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს შორის.

სტრასბურგში ვიზიტისას პრემიერ მამუკა ბახტაძეს არაერთხელ უთხრეს - „ შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული? „შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში არჩევნებში დარღვევებსა და ძალადობას ადგილი არ ექნება?

ასეთი განცხადებების ფონზე ხელისუფლება აშკარად უფრო ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ასე არ ჩანს. თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ მოახლოებული შუალედური არჩევნები ზედმეტი აყალ-მაყალისა და ორივე მხრიდან ძალის დემონსტრირების გარეშე ჩაივლის?

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შუალედური არჩევნები იქნება კიდევ ერთი ორიენტირი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთის მხრივ, განვსაზღვროთ პოლიტიკურ პარტიათა საკადრო რესურსი და პოტენციალი, ხოლო მეორე მხრივ, შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო სცენარზე.

შუალედური არჩევნები იქნება კიდევ ერთი ორიენტირი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთის მხრივ, განვსაზღვროთ პოლიტიკურ პარტიათა საკადრო რესურსი და პოტენციალი, ხოლო მეორე მხრივ, შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო სცენარზე

არჩევნების შედეგები, ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე და ელექტორატის განწყობაზე მთელი ქვეყნის მასაშტაბით. ამიტომ, მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული რეგიონის თუ მანდატის დაკარგვა. ეს განსაკუთრებით ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისედაც კარგავს ამომრჩეველს და რომლის მარცხიც, ნებისმიერ რაიონში, მხოლოდ გაააქტიურებს ამ პროცესს. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნებში სრულ გამარჯვებას მიაღწიოს.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, თქვენს მიერ დასახელებული სამი რაიონი - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული მაინც განსაკუთრებულ და დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან ზუგდიდში განცდილი მარცხი „ნაცმოძრაობისა“ და მიხელ სააკაშვილის გამარჯვებად იქნება აღიარებული არა მხოლოდ ზუგდიდსა და სამეგრელოში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთაწმინდის მარცხი - დედაქალაქის მოსახლეობის განწყობად, ხოლო მარნეულის მარცხი - ეთნიკურ უმცირესობათა პროტესტად.

ხელისუფლებამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, თუ როგორ შეაფასებენ არჩევნებს სტრასბურგში, რადგან კრიტიკული შეფასების შემთხვევაში იზრდება იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებიც არასამართლიანად ცნონ, რაც გარდაუვალ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს

ამასთანავე, ხელისუფლებამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, თუ როგორ შეაფასებენ არჩევნებს სტრასბურგში, რადგან კრიტიკული შეფასების შემთხვევაში, იზრდება იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებიც არასამართლიანად ცნონ, რაც გარდაუვალ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია ოპოზიციისათვისაც, რადგან ამ არჩევნებში შეიძლება მოისინჯოს, თუ რამდენად შეუძლია და რამდენად წარმატებული იქნება ოპოზიციის სრული სპექტრის თანამშრომლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ოლქებში.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორი ძირითადი მონაწილე - „ნაციონალები“ და „ოცნება“, წარსულის რეანიმირებას ცდილობს.

კერძოდ, „ნაციონალები“ ცდილობენ 2003 წლის იდეოლოგიის - კორუფცია და მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები, და მეთოდოლოგიის - ბოლნისისა და ბათუმის ინციდენტების გამოყენებას, ხოლო „ოცნება“ 2012 წლის რეპრესიული რეჟიმის რეანიმირებაზე აკეთებს აქცენტს. რამდენად გაამართლებს მათი სტრატეგია, ამას ალბათ არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით