საგარეო უწყება ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ისრაელში არშეშვებაზე - საეჭვო გახდა ის, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მიდიოდა და 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი

ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. საგარეო უწყების ცნობით, ისრაელში წასული ანსამბლის შემადგენლობა საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

ამ დროისთვის ისინი ისრაელის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფებიან, რომელთა მოსანახულებლად საქართველოს კონსული მივიდა.

„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდა"-ს 17- კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე. ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე.

საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემგზავრა. ასევე, კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და სთხოვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე,” - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა