ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება არასასურველი კანდიდატების დაბლოკვის მიზნით ხდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება არასასურველი კანდიდატების დაბლოკვის მიზნით ხდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძემ „ქართულ ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები დისკრედიტირებულია, ტესტებმა წინასწარ გაჟონა და ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

„კანონში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება არის საშუალება კლანის ხელში, დაბალი ქულებით დაბლოკონ მათთვის მიუღებელი კანდიდატები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მომსამართლეობის კანდიდატებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო