Washington Post - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის დონალდ ტრამპისეული გეგმა არ შეიცავს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნას

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის დონალდ ტრამპისეული გეგმა არ შეიცავს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ე.წ. „საუკუნის გარიგება“ პალესტინელებისთვის ავტონომიის შექმნას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმის შემუშავებას აშშ-ს პრეზიდენტის სიძე და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი კურირებს. ჯარედ კუშნერთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის პროგრამა სამშვიდობო დარეგულირებასა და პალესტინის ავტონომიის ეკონომიკურ განვითარებას არაბული სახელმწიფოების მიერ ისრაელის აღიარებას დაუკავშირებს.

Washington Post ასევე წერს, რომ ტრამპის ეს გეგმა მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში იქნება გამოქვეყნებული. ამავდროულად, ევროკავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული გეგმა ცალმხრივია და პალესტინელების ინტერესებს უგულებელყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო