Tbilisi Hills-ში გოლფის სეზონი გაიხსნა

კრწანისის რაიონში, Tbilisi Hills Golf & Residences-ში, 13 აპრილს, გოლფის სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Tbilisi Hills Golf & Residences-დან აცნობეს, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა სტუმრებმა მიიღეს, რომელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ცნობილი სახეები, თბილისი ჰილსის მობინადრები და გოლფ კლუბის წევრები.

„გვინდა გაცნობოთ, რომ Tbilisi Hills Golf & Residences-ში მიწის ნაკვეთები სწრაფი ტემპით იყიდება 30% უკვე გაყიდულია. კომპანიამ დაასრულა 3 კერძო სახლის მშენებლობა, ასევე დავიწყეთ თაუნ ჰაუსების და აპარტამენტების მშენებლობა. ჩვენი კომპანია, დიდ ყურადღებას აქცევს ენერგო ეფექტურობას, ამიტომ Tbilisi Hills Golf & Residences-ში, დამონტაჟდა ეკო მეგობრული განათება მთელს ტერიტორიაზე. 15 აპრილიდან ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ აპარტამენტების გაყიდვებს. ასევე მოხარული ვართ გაცნობოთ რომ "თიბისისა" და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "თიბისის" მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში“,- განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე AS Skinest Group-ის და "თბილისი ჰილსის" მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

„Tbilisi Hills Golf & Residences უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზეა აგებული, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნილების შესაბამისად ხორციელდება. ეს არის როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.

Tbilisi Hills Golf & Residences 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აერთიანებს. სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო, ჩვენ არ გვეშინია ვიყოთ განსხვავებულები და ამიტომაც შევქმენით ძალიან უცხო და საინტერესო სარეკლამო კამპანია, რომელიც განსხვავდება სხვა სამშენებლო და გოლფის კამპანიებისგან. ეს კამპანია ხაზს უსვამს იმას, რომ გოლფი არ არის მოსაწყენი თამაში, ეს არის თანამედროვე და მოდური ცხოვრების წესი. გოლფს თამაშობენ წარმატებული ადამიანები. ახალი მარკეტინგული კამპანიის სიმბოლო არის ვეფხვი და შთაგონების წყარო იყო მსოფლიოში ცნობილი გოლფის მოთამაშე, სპორტსმენი და მილიონერი ელდრიკ ტონ ვუდსი, ცნობილი თავისი მეტსახელით - ტიგერი ვუდსი.

Tbilisi Hills Golf & Residences-ში გოლფ კლუბი გახსნილია და ელოდება მოთამაშეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა