ლევან სამუშია უმრავლესობას - გეპარებათ თუ არა ეჭვი იუსტიციის საბჭოს კეთილსინდისიერებაში და არსებული მოსამართლეების გამოცდებთან დაკავშირებით?

აი, ეს იუსტიციის საბჭო, ანუ ვინც ტესტებს ყიდის და ამ გამოცდებს ატარებს, რითი დგას ადვოკატთა ასოციაციაზე მაღლა? - ამ კითხვით „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ლევან სამუშიამ უმრავლესობის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

სამუშიას თქმით, სამართლის სფეროში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას განზრახ არ აბარებს, რადგან არ ენდობა ისუტიციის უმაღლეს საბჭოს, ტესტების სკანდალის შემდეგ.

„ჩვენ თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ ტესტებით ვაჭრობა მოხდა, ანუ ტესტები გაიყიდა, აი, ეს იუსტიციის საბჭო, ანუ ვინც ტესტებს ყიდის და ამ გამოცდებს ატარებს, რითი დგას ადვოკატთა ასოციაციაზე მაღლა? მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც სპეციალურად არ მიდის იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა გამოცდის ჩასაბარებლად, ამ ტესტების სკანდალის შემდეგ. როდესაც არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ იქ, არავის აქვს იმედი, რომ მათი ცოდნა დაფასებული იქნება. მე მინდა გკითხოთ, გეპარებათ თუ არა ეჭვი იუსტიციის საბჭოს კეთილსინდისიერებაში და ამ მოსამართლეების გამოცდებთან დაკავშირებით?“, - მიმართა სამუშიამ უმრავლესობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა