ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 138.4 მლნ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკი მარტის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 371.4 მლნ ლარი, შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით (5.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების გადანაწილებას ქვეყნების მიხედვით, ტოპ ხუთი ქვეყანა საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოიგზავნა არის: რუსეთი-35.42 მლნ აშშ დოლარი, იტალია- 18.95 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთი-15.95 მლნ აშშ დოლარი, აშშ- 14.76 მლნ აშშ დოლარი და ისრაელი-13.12 მლნ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი (38.3%) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, საიდანაც 53 მლნ აშშ დოლარია ფულადი გზავნილებია საქართველოში გადმოგზავნილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 % იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93% პროცენტი მოდიოდა.

ამასთან, მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (49.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2.5 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის მარტის მაჩვენებელზე. 2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მლნ აშშ დოლარი (51.3 მლნ ლარი) იყო გადაგზავნილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს