კახა კალაძე - გული მწყდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა

გული მწყდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის, „დაიცავი საქართველოს“ შეკრება.

კალაძის თქმით, მას წინასწარ გაუჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა შეუძლია ამ გაერთიანებას ან რისი სურვილი აქვს, თუმცა გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მმართველი გუნდის წევრები იყვნენ.

„მე ერთი მხრივ, გული მწყდება, რომ დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ჩვენთან ერთად ფაქტობრივად, ყოველდღიურობაში მონაწილეობდა და გულდასაწყვეტია მათი დღევანდელი პოზიცია, თუმცა იქ ვნახე ადამიანები, ვინც 2012 წლამდეც ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში და შედეგი რა იყო? - შედეგი იყო არაფერი. შესაბამისად, მე წინასწარ რაიმეზე საუბარი გამიჭირდება, თუ რა შეუძლიათ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ვხედავ, ეს არის რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თავის წერილში ისაუბრა, ეს არის კონსოლიდაცია, ერთობა, ერთიანობა, დღეს ყველაზე მეტად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა და ეკონომიური განვითარება. შესაბამისად, საჭიროა კონსოლიდაცია და არა დაყოფა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა