შსს-ს მიერ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, ნარკოტიკები, შესაძლოა, პოლიციის აკადემიას გადაეცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, ნარკოტიკები პოლიციის აკადემიას გადაეცეს.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ნარკოტიკულ საშუალებებს კინოლოგიური სამსახური სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებს, ხოლო მას ეს მტკიცებულებები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადაეცემა.

„საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან პოლიციის აკადემიას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენოს. მაგალითად, ნარკოტიკული საშუალება გამოიყენოს კინოლოგიურმა სამსახურმა, რომ საწვრთნელი სამუშაოები უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს. შესაბამისი პროცედურები მთავრობის დადგენილებით იქნება გაწერილი და გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო, პროკურორის შუამდგომლობით. ნივთიერი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს მას შემდეგ გადაეცემა, რაც სასამართლო იტყვის, რომ ის მტკიცებულებად ან აღარ სჭირდება, ან დასრულებულია განხილვა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება არის საქმეზე მიღებული“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს