„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა ორი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის 1 434 627 ლარი დახარჯეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს დაფინანსება გაუზარდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს. 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ კი 1 267 604,3 ლარი შეადგინა.

ამასთან, მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიუთითებს, რომ 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა. ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა, თუმცა ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

ამასთან, სამეგრელ-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. სხვა მუნიციპალიტეტებიდან კი ყველაზე მეტი თანხა - 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მესტიის მუნიციპალიტეტმა 439 958 ლარი გამოყო, ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი , ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტმა 77 500 ლარი, თუმცა ამ უკანასკნელმა არასამთავრობო ორგნანიზაციას არ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა მის მიერ გამოყოფილი თანხა.

რაც შეეხება გამოყოფილი თანხების გადანაწილებას მიზნობრიობის მიხედვით, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, თანხის უდიდესი ნაწილი , კერძოდ 1.1 მლნ ლარი მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა, 108 ათასი ლარი ელექტრო ენერგიის ხარჯზე, 77 ათასი ლარი ფინანსურ მხარდაჭერაზე, 50 ათასი ტრაპეზზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა