ირაკლი აბესაძე - ივანიშვილს მოსწონს სასამართლოში არსებული სტატუს-კვო, „კლანის“ მმართველობა, რომელიც მისდამი მორჩილია

ეს არის საბოლოო ხელის კვრა სასამართლო სისტემის უფსკრულში გადაჩეხვისკენ, - ამის შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება" ძალიან დაჩქარებულად და საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით მორიგ ჯერზე აპირებს ბიძინა ივანიშვილის ახირების საკანონმდებლო დონეზე ასახვას. ივანიშვილს მოსწონს სასამართლოში არსებული სტატუს-კვო, „კლანის“ მმართველობა, რომელიც მისდამი მორჩილია. შესაბამისად, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შეუძლებელია, ვიმსჯელოთ ვენეციის კომისიის დასკვნის არსებით განხილვაზე, როდესაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცათ შესაძლებლობა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად ჩართულიყვნენ საკომიტეტო მუშაობაში. ეს არის საბოლოო ხელის კვრა სასამართლო სისტემის უფსკრულში გადაჩეხვისკენ. ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება როგორც მმართველ გუნდს, სამწუხაროდ, ქვეყანასაც ამიტომ, ჩვენ კიდევ გამოვიყენებთ ყველანაირ რესურსს, რომ კანონი მაქსიმალურად არ იყოს მიღებული, ვიდრე მასზე არ მოხერხდება საზოგადოების მოსაზრებების და შენიშვნების გათვალისწინება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო