კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემა არ არის, მათთან შეხვედრა გვექნება, თუმცა რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, მნიშვნელოვანია

ვინც კარგად აზროვნებს, მიხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა ტაქსების რეგულაციით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების პროტესტს მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და ჰაერის დაბინძურება დიდწილად ავტომობილებს უკავშირდება.

„ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის, ჩვენ გვექნება შეხვედრა და მოვუსმენთ მათ კიდევ ერთხელ, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები აპროტესტებენ ეკოლოგიურ მდგომარეობას და მეც ვეთანხმები ამ პროტესტს. გულწრფელად გეტყვით, 4 შვილის მამა ვარ, ამ ქალაქში ვცხოვრობთ, როგორც ჩვენ, ისე თითოეული თქვენგანი და არავის გვსიამოვნებს დღეს არსებული მდგომარეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით. სწორედ ავტომობილებს აქვს დიდი როლი ჰაერის დაბინძურებაში და არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ ყველაფერი, უფრო მეტი სიმკაცრით არის მიდგომები საჭირო, თუმცა ჩვენ გამოვდივართ არსებული სოციალური მდგომარეობიდან, გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სხედან საჭესთან და მუშაობენ, რათა თავიანთ ოჯახებში ლუკმა-პურის ფული შეიტანონ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეფორმა ეტაპობრივად განვახორციელოთ, რომ ტაქსის მძღოლებს და მათ ოჯახებს ეს სიმძიმე არ დააწვეს. დარწმუნებული ვარ, ვინც კარგად აზროვნებს და უფიქრდება თუ რა რეფორმას ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა, ყველა მიხვდება, რომ პირველ რიგში მათთვის ვინც ამ სერვისით სარგებლობს და ვინც ამ სერვისს უწევს ხალხს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო