​საქართველოს და მადაგასკარს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაცია მადაგასკარის რესპუბლიკას ეწვია და მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და მადაგასკარს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების და განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო მადაგასკარის მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ტაჰირი რაციმანდაო.

შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, მეცნიერების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ქართულმა მხარემ ასევე დაადასტურა მზადყოფნა მადაგასკარის მხარეს გაუზიაროს სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკური განვითარების და სხვა სფეროებში საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

საქართველოს დელეგაციამ მადაგასკარელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”) უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, ამავე დროს, მადლობა გადაუხადა მადაგასკარის ხელისუფლებას, საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. „ანტანანარივოში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაცია შეხვდა მადაგასკარის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქრისტიან ნცაის, მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიაინა ანდრიანციტოჰაინას და მადაგასკარის სენატის პრეზიდენტს, რივო რაკოტოვაოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ხელისუფლების სახელით, მადაგასკარის მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და წარმატება უსურვა ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მადაგასკარის ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან, ტურიზმის ეროვნულ ბიუროსთან, მადაგასკარის ექსპორტიორ და იმპორტიორ, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებთან. საუბარი შეეხო საქართველოს და მადაგასკარის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მადაგასკარის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თანმხლები დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ანტანანარივოში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს