„საქართველოს ბანკმა“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

„საქართველოს ბანკმა“ 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუმრები „საქართველოს ბანკის“ ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოების“ შენობა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალური ლიდერებისთვის ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკმა“ World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორული საქმიანობისათვის. პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომებისა და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონ ხიდები მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული, ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათ მასპინძლობისას World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს, მნიშველოვანი ინფორმაცია გააცნეს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები. მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სტუმრებს „საქართველოს ბანკის“ შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს