გიორგი კანდელაკი - AirBnB-ს ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება საშიში პრეცედენტია

„ევროპული საქართველო“ ოკუპირებულ აფხაზეთში ამერიკული კომპანია AirBnB-ს ოპერირების განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საშიში პრეცედენტია. ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამერიკული კორპორაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავება რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაციაა.

„სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს ტრიბუნის არგამოყენებისთვის გავაკრიტიკეთ. პრემიერმა აღწერა ჩვენი პრობლემები, მაგრამ არ უთქვამს რას ვითხოვთ, არ მოუთხოვია ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, მათ შორის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის სანქცირება. შედარებისთვის ყირიმში AirBnB და მსგავსი კომპანიები ვერ ოპერირებენ სწორედ, იმიტომ რომ იქ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის განმარტებით, პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანას დაავალდებულებს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო