გიორგი მიქაუტაძე - ფაქტობრივად, უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი ძალიან მალე შეიძლება აღარც წარიმართოს, რადგან სულ უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს არაერთხელ მოუწოდა, რომ უზენაეს სასამართლოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი დროულად იყოს მიღებული და ამ საკითხებზე მსჯელობა წლების განმავლობაში არ მოხდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დალოდებოდა თუ არა პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და მერე განეხილა აღნიშნული კანონპროექტი, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია.

„ფაქტობრივად, უზენაეს სასამართლოში სამართლწარმოების პროცესი ძალიან მალე, შეიძლება აღარც წარიმართოს, რადგან უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი, ამიტომ, მივესალმები იმას, რომ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს",- განაცხადაა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე ასევე გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის იმ განცხადებას, რომ 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამარათლეებად: ნონა თოდუას, თამარ ლალიაშვილის და ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა ეს სია დღემდე თაროზეა შემოდებული.

„ჩვენც ძალიან ბევრჯერ გავიხსენეთ ის მაგალითები, თუ როგორ აკეთებდა მოსამართლეების ნომინირებას პრეზიდენტი, რა კადრებს არჩევდა და საიდან არჩევდა, რა კრიტერიუმებისა და სამართლებრივი საფუძვლებით წარადგენდა, ასევე როგორ საჯაროობას ჰქონდა მაშინ ადგილი. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგამდე მივდივართ, რომ პრეზიდენტი მაშინ საერთოდ არანაირ პროცედურას არ ახორციელებდა. პირდაპირ, ერთ მშვენიერ დილას, როდესაც მოესურვებოდა, მაშინ დააყენებდა კანდიდატს პარლამენტის წინაშე. ეს პროცესი ასე მიმდინარეობდა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. საუბრობენ მხოლოდ კანონპროექტზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა პროცედურას და დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს, იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა