ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგის ჯგუფები დააკვირდებიან

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონაწილეობით იმსჯელეს უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პერიოდში.

აღნიშნული ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ, სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული. საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია გზავნილების ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი წამლობებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების შესახებ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს