თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მზიური“ თბილისის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება,

„მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცედ დაიყოფა. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თბილისის მერთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია