ანრი ოხანაშვილი - რადგან მოსამართლეების ტესტებმა ერთხელ გაჟონა, არ ნიშნავს, რომ იგივე დანაშაული სხვა შემთხვევაშიც მოხდება - მე ამას ასე არ ვუყურებ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ კანონში პირდაპირ ვერ გადაიზღვევა ის რისკები, რომელიც მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სანდოობას შეეხება.

როგორც ოხანაშვილმა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, ტესტების გაჟონვის ფაქტი, რაც დაფიქსირდა, ძალიან მძიმეა და ამაზე ამტყდარ აჟიოტაჟს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაუსვამ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ.

ოხანაშვილის თქმით, ეს ფაქტი მძიმე დანაშაულია და თუკი კონკრეტული პირების ბრალეულობა იკვეთება, ამ ადამიანებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი.

„მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტი ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მოვუწოდებ პროკურატურას და ყველა იმ სტრუქტურას, ვისაც ეს ეხება, რომ ამას დაესვას წერტილი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა, თუმცა ამ ერთი ფაქტიდან არ უნდა ამოვიდეთ, არ უნდა განვაზოგადოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ერთხელ რაღაც დანაშაული მოხდა, სხვა შემთხევაშიც შეიძლება კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. მე ამას ასე არ ვუყურებ. არის ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელსაც კარგად აქვს ეს გამოცდა ჩაბარებული და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს მოვალეობას. შეიძლება ისე გამოგვივიდეს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ, რამდენად კეთილსინდისიერად ჩააბარეს ეს გამოცდა სხვა მოსამართლეებმა. მძიმე დანაშაულს სჭირდება უმკაცრესი რეაგირება და უნდა დაესვას ამას წერტილი და გაეცეს პასუხი, ვისი ბრალეულობა დადგინდა. ამ პროცესში დაზიანდა სასამართლო სისტემა და შესაბამისად, ამას სჭირდება გამოსწორება. მე მესმის თქვენი განწყობა, რისკებთან დაკავშირებით. მე როგორ დავაზღვიო ეს?! ჩვენ კანონმდებლები ვართ და როგორ უნდა ჩავწეროთ კანონში - ვინმემ ეს არ გაბედოს? ეს არის დანაშაული, ამას ჩვენ ვერ გადავაზღვევთ, რაც არ უნდა სისტემა ჩავდოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო