უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით  სახალხო დამცველს პარლამენტი 18 აპრილს მოუსმენს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესებისა და შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთშაბათს, 18 აპრილს მოუსმენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პარლამენტი მზადაა, მოუსმინოს სახალხო დამცველს და აღნიშნავს, რომ ეს არის პროცედურული ნაწილი, რომელსაც კანონმდებლები გვერდს ვერ აუვლიან და ეს არის ნორმა, რომელიც კონსტიტუციაშიც წერია.

„ეს არის პროცედურული ნაწილი და ჩვენ განსხვავებული პოზიცია ვერ გვექნება, როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვს, მოხსენებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არის ნორმა, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ომბუდსმენის აპარატმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე პირველად, სახალხო დამცველი დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროექტზე მოხსენებით მიმართავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს