თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი მოეწყობა .

პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება.

პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება. პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს