სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ,,საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და “საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”-ს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ,,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”-ს დირექტორმა ია ერაძემ მოაწერეს. მემორანდუმი, საგანმანათლებლო სფეროში მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებს, ლექციებს, ბიზნეს-კონფერენციებს, ფორუმებსა და შეხვედრებს, მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ სასწავლო სახელმძღვანელოებს, სტატიებსა და პუბლიკაციებს, ასევე შეიმუშავებენ და წარადგენენ ერთობლივ პროექტებს, ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული განათლება წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ და ერთობლივი ღონისძიებები გამართონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო