კომპანია „აკვალაინმა“ წყალმომზადების სისტემების შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

დღესდღეობით ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა წყლის რესურსების მართვაა. პრობლემა მთელს მსოფლიოში აქტუალურია, მათ შორის, საქართველოშიც. ქვეყნები საჭიროებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ გამოწვევებსა და არსებულ მოთხოვნებს პასუხობს ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან მოქმედი კომპანია „აკვალაინი“, რომელმაც 2019 წლის 12 აპრილს თბილისში წყალმომზადების სისტემების შესახებ პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაზე გერმანიის ელჩთან, უცხოელ პარტნიორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილებოდა ევროპული სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა წყალმომზადების სფეროში.

კონფერენცია 24-ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის, CAUCASUS BUILD-ის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა სტუმრებისთვის აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობასა და მათ ინფორმირებას წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მოხსენებით, რომელშიც მან საქართველოსთვის აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაში საგანგებო სტუმრების რანგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ბატონმა ირაკლი ურუშაძემ, ორგანიზაცია German Water Partnership-ის წარმოამდგენელმა (GWP) ქალბატონმა ელენა ზიბერმა, საერთაშორისო ექსპერტმა წყალმომზადების საკითხში ბატონმა ტომას ბოიტელმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:

ბურჰარდ შვარცი (კომპანია HERBORNER PUMPENTECHNIK, გერმანია), ვახტანგ მესხი (კომპანია „აკვალაინი“, საქართველო), ტომას ბოიტელი (კომპანია LUTZ JESCO, გერმანია), დეტლეფ ნოაკი (კომპანია DINOTEC, გერმანია), და ალექს ობრადოვიჩი (კომპანია ALEX COMPANY, სერბეთი).

კონფერენციაზე განხილული საკითხები ძალიან აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული სტუმრებისთვის. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ ყოველწულიური ხასიათი მიიღოს და მისი გამართვა 2020 წელს უკვე დააანონსეს.

კონფერენციის მასპინძელი და ორგანიზატორი - კომპანია „აკვალაინი“ (საქართველო)

კონფერენციის ორგანიზატორები - HERBORNER PUMPENTECHNIK (გერმანია), LUTZ JESCO (გერმანია), DINOTEC (გერმანია).

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა