UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში - მოხარულები ვართ, რომ ხელი შევუწყვეთ პარლამენტს მისი ორწლიანი საქმიანობის გეგმის შემუშავებას

საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან და 213 რეგულაციასთან, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა პარლამენტის მიერ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

ლუიზა ვინტონის თქმით, ევროპასთან დაახლოება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ამოსავალი ამოცანაა, ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა ზუსტად იცოდეს, რისი გაკეთებაა საჭირო.

„გაეროს სახელით, მოხარულები ვართ, რომ ხელი შევუწყვეთ პარლამენტს მისი ორწლიანი საქმიანობის გეგმის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში სამოქმედო საქმიანობას. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის საშუალებითაც საქართველოს პარლამენტი შეძლებს ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამ მხრივ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

მათ შორის კანონში გაწერილია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან,"-განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო