ჯაბა ჯიშკარიანი - მინდა ირაკლი კობახიძეს ვუთხრა - ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის

კობახიძეს კომპლექსი ახრჩობს, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოში მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ რეიტინგი 3 პროცენტს ვერ ასცდება.

ჯიშკარიანის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

„ახრჩობს ეს კომპლექსი და ვერ გამოვიდა არამარტო ბატონი კობახიძე ამ კომპლექსიდან. საერთოდ, მინდა ამ ადამიანს ვუთხრა, ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. გასაგებია, რომ ახრჩობს ეს ბოღმა ამ ადამიანს და არამარტო ამ ადამიანს, მაგრამ საზოგადოება ხედავს რა არის ჩვენი პლუსი და რა არის ჩვენი მინუსი. ამას ძალიან მალე დავინახავთ თითოეული ჩვენგანი, არამხოლოდ თბილისის, რეგიონების მასშტაბითაც. „დაიცავი საქართველო“არ აპირებს კენჭისყრას, მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ასე, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც დაიძახა და სამოქალაქო აქტივისტების შეკრება გააკეთა. გასაგებია, რომ მათ აქვთ ერთი დაწერილი მესიჯები და ამ მესიჯებით ისინი ნამდვილად ვერ გავლენ ფონს“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა