ვატო შაქარიშვილი - ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და  მის ადგილზე ამ ველზე არ შევიდოდი - ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის.

როგორც შაქარიშვილი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, კობახიძემ მოატყუა, როცა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ბიძინა ივანიშვილი მიიყვანეს და წაგებულ არჩევნებში გამარჯვება აზეიმეს.

ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები ჩვენ უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, რომ ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, ლოგიკურად არ იხსნება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი? - ცოტა ტვინი დაატანონ, რასაც ლაპარაკობენ“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. „ინტერპრესნიუსის" შესაბამისის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოძრაობას ჰყავს ლიდერები, რომლებიც „მინუს პროცენტებში" იმყოფებიან და რომლებიც, ვერც ერთი პარტიიდან ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ირაკლი კობახიძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებზეც საუბრობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს