ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

იხილეთ ვიდეო: კადრები ელბაქიძის აღმართიდან, სადაც სატვირთოს მანქანა დაგორდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს