ირაკლი კობახიძე - საჭიროა რეგულაციების ამოქმედება, რომლებიც აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართულობას მაქსიმალურად შეზღუდავს

საჭიროა ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რომლებიც მაქსიმალურად შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესაძლო აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი აქტუალურია და გარდა იმისა, რომ იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა, მომზადდება კანონპროექტი, სადაც ახალი ასაკობრივი შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული.

"ჩვენ ორი კვირის წინ დავაფიქსირეთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის რეკლამის ნაწილში. უახლოეს მომავალში ინიცირებული იქნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით, თუმცა რეკლამის მიღმაც საჭიროა ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რომლებიც მაქსიმალურად შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში, საუბარია ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზეც. ამ ყველაფერზე პარლამენტი იმუშავებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში შემუშავდება კანონპროექტი," - განაცხადა კობახიძემ.

სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში ჩატარდა და შედეგები საკმაოდ მძიმეა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო