თსუ-ში გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 16 აპრილს, გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ გაიხსნება.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი (გვიანი შუა საუკუნეები).

„მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს 1978 წელს მისაღები, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები. მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

გამოფენის ორგანიზატორია თსუ-ს ბიბლიოთეკა. ღონისძიება, რომელიც 22 აპრილამდე გასტანს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა