გიორგი მიქაუტაძე - მოვისმინეთ შეფასებები, რომ თურმე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში, ეს არის სიცრუე

ჩვენ, დღეს მოვისმინეთ შეფასებები, რომ თურმე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში და ეს ყველაფერი არის მოსამართლეთა ხელში. ეს არის სიცრუე, -ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო ახალი წესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების თაობაზე, ახალმა კომისიამ გაიარა შესაბამისი ტრენინგები და ასეთი განახლებული წესით ჩატარდა ორი საკვალიფიკაციო გამოცდა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს რაიმე საქმიანი შენიშვნა აქვს, ის მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან გაიაროს ეს საკითხი და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები სრულიად ახალი მეთოდით ტარდება და არანაირი ცდომილება არ არსებობს, ასევე არ არსებობს იმის შანსი, რომ წინასწარ გახდეს ტესტები ცნობილი.

შესაბამისად, მიქაუტაძის თქმით, არც იუსტიციის საბჭოს და არც სხვა რომელიმე თანამდებობის პირს ან ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება და საშუალება ჩაერიოს რაიმე ფორმით ამ გამოცდებში.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ იუსტიციის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგებს თქვენთან ერთად იგებს. პირველი ეტაპი არის ელექტრონული - ეს ტესტების ფორმით ტარდება და გამოსაცდელს დამთავრებისთანავე ეცნობება, ანუ პროგრამა ავტომატურ რეჟიმში აძლევს რამდენი სწორი პასუხია გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული. მეორე ეტაპი ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ამოწმებს ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი და მათ ერთმანეთის ვინაობა არ იციან. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, უკვე შემდეგ ერთვება კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ, ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე ხარვეზი. კომისიის შექმნასთან და ტრენინგებთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ USAD-ის პროგრამა პროლოგთან ერთად. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრების გადამზადება მოხდა. პროლოგისგან და USAD-ისგან ჩვენ ძალიან დადებითი შეფასება მივიღეთ. ორჯერ ჩავატარეთ შეფასება და ოროვე შემთხვევაში დადებითი შეფასება მივიღეთ,თუმცა იყო რაღაც მცირედი ხარვეზები, რომლის გასწორებაც ხდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ტესტების დაცულობას, მისი თქმით, ტესტები განთავსებულია დამოუკიდებელ სერვერზე, რომელთანაც წვდომა არავის არ აქვს და თითოეული კომისიის წევრი დამოუკიდებლად ავსებს.

„ანუ კითხვები დამოუკიდებლად შეჰყავს, რომელიც მან შეადგინა ამ პროგრამაში, ისე რომ ამ კითხვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არავის. ამიტომ, ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია",- განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ე.წ ტესტების საკვალიფიკაციო გამოცდის პასუხების გაჟონვის თაობაზე, მიქაუტაძე პასუხობს, ეს გამოძიების საკითხია, რადგან ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა