მაია ცქიტიშვილის თქმით, ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებები ანაკლიის ნავსადგურის თაობაზე საფინანსო ინსტიტუტებთან

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ცალსახა პასუხი არ არსებობს იმაზე, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის ნავსადგურის თაობაზე. შეხვედრის თარიღი დაზუსტდება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად.

„ჩვენ ვერ გვექნება პასუხი მოლაპარაკების გარეშე. სწორედ ამისკენ არის მიმართული მოლაპარაკების პროცესი. დაველოდებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მათთვის მისაღებ თარიღს. შეხვედრაზე აპრილში ვართ შეთანხმებული, თუმცა ახლა დრო ზუსტდება. მხოლოდ ასეთი მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, რა პოზიციების მიღება იქნება ჩვენთვის შესაძლებელი. შესაძლოა, შევძლოთ ახსნა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ჩვენი არგუმენტაციის. მოლაპარაკების დროს ხდება პოზიციების დაახლოება და შეჯერება. იმასაც გეტყვით, რომ ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ შეხვედრის შედეგად იქნება ყველაფერი ცხადი. ეს არის პროცესი, რომელსაც შესაბამისი დრო და მუშაობა სჭირდება ყველა მხრიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა White & Case-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია იმისთვის, რომ გამოცდილი კომპანია დაეხმაროს სახელმწიფოს მოლაპარაკების პროცესში, კერძოდ, მოამზადოს ცვლილებები კონტრაქტში, შეაფასოს საფინანსო ინსტიტუტების ან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში და სხვა.

,,ეს არის კონტრაქტი, რომელიც პირველ ეტაპზე მოქმედებს პირველ ივლისამდე და კომპანიის ძირითადი სამუშაო სწორედ ის არის, რაც ჩამოვთვალე. რაც შეეხება იმ ოფციას, ანუ იმ შესაძლებელ მომსახურებას, რომელსაც დაკვეთის შემთხვევაში ისინი წარმოგვიდგენენ, ეს არ იყო ხელშეკრულების ძირითადი ამოცანა და არც მიზანი, რისთვისაც ამ კომპანიას ვქირაობდით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა