მმართველი პარტია სტამბოლში ჩატარებულ მერის არჩევნებზე ხმების სრულ გადათვლას კვლავ მოითხოვს

„სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ სტამბოლში ჩატარებულ მერის არჩევნებზე ხმების სრულ გადათვლას დაჟინებით მოითხოვს, - ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის სტამბოლის მერობის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

„ჩემსა და ჩემს კონკურენტს შორის ხმების სხვაობა 12.2 ათასამდე შემცირდა. ამ მომენტისთვის ხელმეორედ ხმების 10%-ია დათვლილი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ იქნება თუ ხმების სრული გადათვლა მოხდება“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა დარღვევებს.

„ჩვენს მიერ მიღებული ხმები ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალეს. ამიტომაც მცირდება ეს სხვაობა ჩვენ სასარგებლოდ“, - განაცხადა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ სტამბოლის მერის არჩევნებზე გამარჯვება გამოაცხადა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი იყო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს