ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, უმრავლესობამ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესში ვენეციის კომისია ანტურაჟად და ფონად ჩართო

პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის განხილვის პროცესში ვენეციის კომისია ანტურაჟად და ფონად ჩართო.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის დასკვნა არ აინტერესებს და მათი ინტერესის სფეროს მხოლოდ ე.წ. კლანის შენარჩუნება წარმოადგენს. გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი ყველა პოლიტიკურ მექანიზმს გამოიყენებენ, რომ აღნიშნული პროცესი გაჩერდეს.

„დაკვეთა მიღებულია და მას სჭირდება შესრულება. ამოცანა არის „კლანის“ შენარჩუნება არამარტო პირველ და მეორე ინსტანციის დონეზე და იუსტიციის საბჭოს მმართველობის დონეზე, არამედ მათი დამაგრება უზენაეს სასამართლოში. მიდის პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობა ხალხის ნებაზე, როდესაც არსებობს საერთო სახალხო დაკვეთა და საერთო სახალხო მიუღებლობა, აღნიშნული ადამიანების მოახვედრონ ნებისმიერ ფასად საბჭოში.

ამას თან ერთვის ის ფარსი და ტყუილების კორიანტელი, რომელიც ორი მიმართულებით იყო. 1. დაპირება გამჭვირალეობაზე, კრიტერიუმების მიღების პროცესის დროს, რომელიც არ შესრულდა. 2. ვენეციის კომისიის ანტურაჟად, ფონად ჩართვა, თითქოს, აი ვენეციის კომისიაა.

მთელი უხერხულობა არის ის, რომ ჯერ ჩამოიყვანეს ადამიანები და პირველი მოსმენით დაახვედრეს, ახლა დასკვნას არ ელოდებიან და მეორე მოსმენით იღებენ. გასაგებია, არავის არ აინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი, მათ აინტერესებთ დაკვეთის შესრულება. ჩვენ ყველა პოლიტიკურ მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, წინ ძალიან ბევრი საინტერესო ამბები ელოდება აღნიშნული პროცესის მაყურებლებს, დაკვირვებლებსა და მონაწილეებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა