ეკა ბესელია - თავად ირაკლი კობახიძის პროგნოზები და პოლიტიკური განჭვრეტაა მინუსებში წასული და ეს არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე

თავად კობახიძის პროგნოზები და პოლიტიკური განჭვრეტაა მინუსებში წასული და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, - ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიხის განცხადებას, რომელმაც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერებს, მინუსებში მყოფები უწოდა.

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, იპოვოს განსხვავება პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის. დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც გააკრიტიკა და მას პოლიტიკურად არშემდგარი და დაბალი დონის იურისტი უწოდა.

„რაც შეეხება კობახიძეს, ის, რომ ვერ ერკვევა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის განსხვავებაში, აღარ არის გასაკვირი ფერების აღრევის და მესიჯების აღრევის შემდეგ. თავად კობახიძის პროგნოზები და პოლიტიკური განჭვრეტაა მინუსებში წასული და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე, სადაც პარტიის თავმჯდომარე აზეიმა და მიალოცინა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ისე, რომ ელემენტარულად არ ჰქონდა მიახლოებული ინფორმაცია შედეგებთან დაკავშირებით.

მდინარაძეს რაც შეხება, ის თავად არის მინუსებში წასული, როგორც პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანი და როგორც იურისტიც არის დაბალი კვალიფიკაციის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დაიცავი საქართველოს" ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. „ინტერპრესნიუსის" შესაბამისის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოძრაობას ჰყავს ლიდერები, რომლებიც „მინუს პროცენტებში" იმყოფებიან და რომლებიც, ვერც ერთი პარტიიდან ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ირაკლი კობახიძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებზეც საუბრობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს