გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, პირველად ესმის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მოსამართლეს კაბინეტში უცენზურო ფოტოები დაახვედრეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის მიერ იურიდიულ კომიტეტზე გაკეთებული განცხადება, როცა მან უმრავლესობას მიმართა, „კარგად მოიკითხოს, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში“.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს იმაზე, როცა ერთ-ერთ მოსამართლეს, რომლის გადაწყვეტილებებიც გარკვეული პირებისთვის მიუღებელი იყო, კაბინეტში უცენზურო ფოტოები დაახვედრეს, გიორგი მიქაუტაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ მას საერთოდ არაფერი გაუგია.

"პირველად მესმის, რასაც ახლა მეუბნებით. ცოტა უფრო მეტი სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. კონკრეტულად უნდა მითხრათ, რას მეკითხებით. ასე რა იგულისხმა ვიღაცამ მსგავს კომენტარში, არ ვიცი. ხომ არ ჯობია, ჯერ მას ვკითხოთ,დავაკონკრეტებინოთ, რას გულისხმობს, რას ეხება საკითხი და ამის შემდეგ მე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა