ქეთევან ციხელაშვილი UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორს აფშან ხანს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. გაერო და მისი ინსტიტუციები ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში პროექტებს ახორციელებენ. ამჯერად ბავშვთა უფლებებზე ვმსჯელობდით. როცა ჩვენ ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ეს განსაკუთრებული პრიორიტეტია. საქმე ბავშვების ჯანმრთელობას, მათ იმუნიზაციას, განათლების შესაძლებლობას ეხება. ასევე ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც გალში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვისაა შექმნილი და საჭიროებებზე, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გადაიდგას ნაბიჯები, რათა ბაღიდან დაწყებული, სკოლით დასრულებული, მათი განათლების უფლება და შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნას. ეს საკვანძო საკითხია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა