ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს (Jürgen Rigterink) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებით როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის. ამ დრომდე, ჩვენ საქართველოში უკვე განვახორციელეთ 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირება და იმედი გვაქვს, მომავალ წლებში გავაკეთებთ ბევრად უფრო მეტს“ ,- განაცხადა ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა