რომან კაკულია - ასოცირების ვალდებულებების კონტექსტში, ჩემი კომიტეტი ენერგეტიკის ახალ ჩარჩო კანონსა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაზე კონცენტრირდება

ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების კონტექსტში ჩემი კომიტეტი ენერგეტიკის ახალ ჩარჩო კანონსა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაზე კონცენტრირდება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრავს, ყველა კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რაზეც უნდა კონცენტრირდეს. მისი კომიტეტის შემთხვევაში კი ასეთია ენერგეტიკის ახალი ჩარჩო კანონი და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა.

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ენერგეტიკა. ვაპირებთ ჩარჩო კანონის მიღებას, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს, ეს გულისხმობს ბაზრის გახსნილობას, მაღალი ხარისხის კონკურენციას იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მზარდი მოხმარება, რომელსაც პრინციპში არ შეესაბამება ახალი სიმძლავრეების შემოსვლის ტენდენციები, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში დაბალანსდება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია კონკურენციის კანონმდებლობა, რაზეც ასევე მიმდინარეობს მუშაობა და შედეგად კონკურენციის სააგენტოს უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო და კონკრეტული გახდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა