იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვისა და დისკუსიის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

9 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ კენჭისყრის შედეგი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ კენჭისყრაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას აუცილებლად განიხილავენ. დასკვნას კი ხვალისთვის ელოდებიან.

საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველის აპარატს. განხილვისას შენიშვნები გამოითქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე, ასევე კენჭისყრის ფარულობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა