რომან კაკულია - კონკურენციის სააგენტო და არსებული კანონმდებლობა დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს, სააგენტოს ფუნქციები გასაზრდელია

კონკურენციის სააგენტო და არსებული კანონმდებლობა დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს, სააგენტოს ფუნქციები გასაზრდელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები და დაკონკრეტდეს კანონმდებლობა, რაც გულისხმობს, რომ სააგენტოს ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები ბაზრის შესწავლის და შესაბამისი ჩარევის.

„ვმუშაობთ კონკურენციის სააგენტოს კანონმდებლობაზე. არსებული კანონმდებლობა დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს. თავის დროზე, როდესაც ეს კანონი შეიქმნა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს უკვე ამდენი ბიზნესი შემოდის ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ბიზნესგარემო გამორჩეულია იმ ბიზნესგარემოთაგან, რომლებიც ჩვენთან კონკურენციაში არიან კაპიტალის მოზიდვის კუთხით, ამ ბიზნესგარემოს ფორმირებაში სამართლიან კონკურენციას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო ფუნქციებით აღჭურვილი კონკურენციის სააგენტო და იყოს კანონმდებლობა, რომელიც სამართლიან თამაშის წესებს აწესებს და ეს წესები უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. სააგენტოს ფუნქციები გასაზრდელია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს