საია-ს თავმჯდომარე პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ მოსამართლეს საკუთარ კაბინეტში უცენზურო ფოტო დახვდა

საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე პარლამენტში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ მოსამართლეს საკუთარ კაბინეტში უცენზურო ტიპის ფოტო დახვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალაძემ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია ერთ-ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც ვერ დაასახელებს.

მისივე განმარტეებით, აღნიშნული ფაქტი 2012 წლის შემდეგ მოხდა, თუმცა რომელი ინსტანციის მოსამართლეს დახვდა უცენზურო ტიპის ფოტოები საკუთარ, დაკეტილ კაბინეტში, დეტალებზე საუბრისგან სალაძე ასევე თავს იკავებს. სალაძის განმარტებით, მისთვის არც ისაა ცნობილი, რა კონკრეტული საქმის გამო დაახვედრეს ასეთი ფოტოები საკუთარ კაბინეტში მოსამართლეს.

„მე არ ვიცი, რომელ მოსამართლეზეა საუბარი. მე, ვიცი მხოლოდ ის მოსამართლე, ვინც მე მესაუბრა. ცხადია, არც საქმის დეტალები არ ვიცი და საერთოდ, საქმეზე არც ყოფილა საუბარი.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკეტილი კაბინეტი იყო, ანუ მისი სამუშაო ოთახი, რომლის გასაღებიც თვითონ მოსამართლეს ჰქონდა. საკუთარ კაბინეტში მას დახვდა ამობეჭდილი ფურცელი, რომელზეც გათავსებული იყო უცენზურო სურათი. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლა. ამის შესახებ დღეს, მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ სასამართლო სისტემაში უბრალოდ, უფრო მეტ ღრმა პრობლემებს აქვს ადგილი, ვიდრე შეიძლება ეს მმართველი ჯგუფის ერთ ნაწილს წარმოუდგენია.

ვინ დაახვედრა უცენზურო ტიპის ფოტო, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჩაკეტილი კაბინეტი იყო და თვითონ იმ ადამიანსაც არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ დაუტოვა სამუშაო მაგიდაზე ამ ტიპის ფოტო. ვაჭრობაში მე ვერ შევალ და ამაზე მსჯელობას ვერ დავიწყებ, თუმცა ის, რომ ვიღაცა კონკრეტული პირის ნების გარეშე ეს რომ ვერ მოხდებოდა, ცხადია“, - განაცხადა სალაძემ.

სალაძის თქმით, ეს შემთხვევა, რეალურად იმის დემონსტრირებაა, რომ „მოსამართლემ უნდა იცოდეს მისი ადგილი“ და არავინ გაბედოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ ემთხვევა ვიღაცის ნებას. ამასთან, სალაძის თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

„არ ვიცი ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ იცის თუ არა. იმ ადამიანისთვის ვისთანაც საუბარი მქონდა, არ გამომიკითხავს, თუ კიდევ ვინ იცის უფრო კონკრეტულად ამ ფაქტის შესახებ. არც ინსტანცია დამისახელებია დღეს მე და არც ვაპირებ ამის დასახელებას. დანარჩენ დეტალებზე, მე მგონია, რომ თავად ის ადამიანები ისაუბრებენ, თუ ამაზე საუბარს საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა სალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს