ანრი ოხანაშვილი - პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დავუბრუნდეთ, ვიმსჯელოთ და შესაბამისად, გავითვალისწინოთ

პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დავუბრუნდეთ, ვიმსჯელოთ და შესაბამისად, გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა კანონპროექტი, გუნდის მოლოდინი შენიშვნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური და ახლაც დადებით შეფასებას ელოდება.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ექნება დადებითი შეფასება, რადგან ეს პროექტი ეფუძნება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს. უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგად, ჩვენ პარლამენტში შევარჩევთ ღირსეულ კანდიდატებს. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. დაველოდოთ ხვალ ვენეციის კომისიის დასკვნას",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვისა და დისკუსიის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა. 9 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ კენჭისყრის შედეგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა