ქართული ცეკვის ანსამბლის „გორდა“ ნაწილი ისარელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

ქართული ცეკვის ანსამბლის „გორდა“ ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს „აირზენას“ რეისით, 21:30 საათზე ხუთი ბავშვი და ორი მშობელი საქართველოში დაბრუნდება.

„ისრაელში საქართველოს კონსულს შეხვედრა ჰქონდა მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრის შედეგად, მიღებულ იქნა ბავშვებისა და ორი მშობლის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. ისინი დღეს „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან საქართველოში. მათი ბილეთები ისრაელის მხარემ შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არიან ოჯახის წევრები,” - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. ანსამბლის წევრთა ნაწილი საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა