რომან კაკულია ანტიდემპინგურ კანონპროექტზე - ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმდით, რომ მაისის დასაწყისში იქნება განხილვა ბიზნესწრეების ჩართულობით

ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმდით, რომ მაისის დასაწყისში იქნება ფართო განხილვა ბიზნესწრეების ჩართულობით,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ “ინტერპრესნიუსს" ანტიდემპინგურ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

როგორც რომან კაკულიამ „ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, გასაგებია ეკონომიკის სამინისტროს სურვილი კანონის მიღებამდე პროცესი ბიზნესის ჩართულობით წარიმართოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საუბარია იმ წესებზე, რომლებსაც განვითარებული ქვეყნები ადგენენ და წესების სამართლიანობის პირობებში არანაირი გართულება არ არის მოსალოდნელი.

„ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი მზად აქვს და ახლა მთავარია ეს პროცესი შედგეს და სიტყვა ინვესტორი განსაკუთრებული საკრალური სტატუსიდან გამოვიყვანოთ და შევძინოთ ეკონომიკური სტატუსი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. გასაგებია გარკვეული შიშები, რომლებიც უკვე ფობიების დონეზეა გაზვიადებული. ისეთ ბაზრების ღიაობის შემთხვევაში , რომლისკენაც ჩვენ მივდივართ ანტიდემპინგური კანონი უნდა არსებობდეს რათა, ბიზნესმენებმა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სახელმწიფო დაცულობის, სამართლიანობის და კონკურენციის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს“, -განაცხადა რომან კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა