აბაშის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო.

აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

მათივე ცნობით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის უშუალო ინიციატივებით, უახლოეს ხანებში დაიწყება.

„უდიდესი კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელით ვამაყობთ აბაშელები, იგი ეპოქის უდიდესი ადამიანია, მისი კალმით შეიქმნა საუკუნის, ერის ისტორია, სადაც ყოველი ახალი თაობა, საკუთარი წარსულისა და მომავლის ანარეკლს ხედავს, მან შეძლო ქართული გენი და ღირებულებები შემოენახა ჩვენთვის. მის სახელს სათანადო დაფასება სჭირდება. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსი თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იქნება. აბაშის მუნიციპალიტეტს შეემატება კულტურული სივრცე, ეს საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს, სათანადო პატივი მიაგონ ღირსეულ წინაპარს,“_აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაცია „სამშენებლო კომპანია ივერთმშენმა“ მოამზადა, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია. შეხვედრას ესწრებოდნენ: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, „სამშენებლო კომპანია ივერთმშენის“ დირექტორი, ედიშერ ჯანჯულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საზოგადოება „აბაშელის“ წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის შესახებ ისაუბრა, არქიტექტორმა ანა ბიბილაშვილმა. პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს რეკონსტრუქცია.

XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს შექმნა-აღდგენა (მეგრული კარ-მიდამო) და კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა; მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პორტრეტის შექმნა, ლიტერატურის, ხელოვნების და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით, დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას როლით. სამუზეუმო კომპლექსი რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მათგან პირველი ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა იქნება, სადაც ვიზიტორთა მიღების არეალები განთავსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო