მამუკა ბახტაძე რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, რაც საქართველოსა და რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტას მოემსახურება.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და რუმინეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა