ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, დაისახა ახალი მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფისკალური სტაბილურობა.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდგომი მოდერინზაციის გეგმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ქვეყანაში.

„ძალიან კონსტრუქციული განხილვა გვქონდა საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე, საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების ადმინისტრირების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში, ჩვენ საქართველოს ვიყენებთ როგორც ძალიან კარგ მაგალითს მმართველობის კუთხით მიღწეული პროგრესის საჩვენებლად“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა