მამუკა ბახტაძე  რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა წმინდანის ძეგლი ყვავილებით შეამკო, ასევე დაათვალიერა მუზეუმი, სადაც დაცულია ანთიმოზ ივერიელის მიერ სტამბაში სხვადასხვა ენაზე, მთ შორის ქართულად დაბეჭდილი ბიბლია და მისი პირადი მღვდელმსახურებისთვის განკუთვნილი ნივთები.

მონასტრის ისტორიაზე, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე პრემიერს მეუფე ვარლაამი ესაუბრა და საჩუქრად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი გადასცა.

ცნობისთვის, ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან პირველი წიგნი 1691 წელს დაბეჭდა. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა