„ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი - ბანერებზე გამოკრული ონლაინსამორინეების რეკლამა იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გამოვაკრათ

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელის გუგა ბესელიას განცხადებით, „ლუდომანია და ნარკომანია ძალიან ჰყავს ერთმანეთს“.

როგორც გუგა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, დღეს ბანერებზე გამოკრული ონლაინსამორინეების რეკლამა იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გავაკრათ.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ზაფხულამდე მივა კანონმდებელთან. ეს კანონპროექტი აწყობილია ორ ძირითად თემაზე. პირველი ის, რომ აუცილებელია რეგისტრაციის გამკაცრება და რეგისტრაციის გამკაცრებაში ჩვენ ვხედავთ გამოსავალს საჯარო რეესტრთან წვდომაში. ჩვენ თუ დღეს სამორინეში შეგვყავს ნებისმიერი პირადი ნომერი, სამორინეს არ აქვს ინფორმაცია ამ პირადი ნომრის უკან ვინ არის. თუკი ონლაინსამორინეებს მოვთხოვთ და სახელმწიფო დააკისრებს იმას, რომ საჯარო რეესტრთან ჰქონდეს წვდომა, ჩვენ რომ ჩავწერთ მოზარდის პირად ნომერს, საჯარო რეესტრი ავტომატურად „ამოქაჩავს“ ინფორმაციას, რომ ეს პირი არის 18 წლამდე მოზარდი და ასეთი ადამიანი ვერ გახსნის ონლაინსამორინეში თავის ექაუნთს.

მეორე საკითხი არის ის აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელსაც აწარმოებენ ონლაინსამორინეები. ეს არის ცალსახად ჩასახშობი. ლუდომანია და ნარკომანია ძალიან ჰგავს ერათმანეთს, უბრალოდ დამოკიდებულებებში არის განსხვავება. ის, რომ დღეს ბანერებზე გამოკრულია ონლაინსამორინეების რეკლამა, იგივეა, რომ ჰეროინის რეკლამა გამოვაკრათ“, - აღნიშნა გუგა ბესელიამ.

ცნობისთვის „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“, კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს.

იხილეთ ვიდეო: "ბანერებზე გამოკრულია ონლაინ სამორინეების რეკლამა, ეს იგივეა ჰეროინის რეკლამა რომ გამოვაკრათ" - მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა