დავით უსუფაშვილი - „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე იმ იმედით არ მივსულვარ, რომ ცა გაიხსნებოდა და წარმატების ფორმულა გამოჩნდებოდა

„დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე იმ იმედით არ მივსულვარ, რომ ცა გაიხსნებოდა და წარმატების ფორმულა გამოჩნდებოდა“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, შეკრებაზე საზოგადოების არაპოლიტიკური შემადგენლის გამოსვლები დააკლდა.

„დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე იმ იმედით არ მივსულვარ, რომ ცა გაიხსნებოდა და წარმატების ფორმულა გამოჩნდებოდა. მე მივედი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც გამოწვეული იყო სწორედ „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ივანიშვილის პოლიტიკის იმედგაცრუებით, თუმცა, არ მქონდა მოლოდინი, რომ აქ იქნებოდა რამე უკვე ჩამოყალიბებული და მწყობრი პროგრამის ან თუნდაც შემადგენლობის მქონე პოლიტიკური გუნდი. მათ განაცხადეს, რომ ეს იყო საზოგადოების შეკრება. მეტსაც გეტყვით, ცოტა ჭარბობდა კიდეც პოლიტიკური შემადგენელი. მე იქ უფრო ველოდი საზოგადოების წარმომადგენლების გამოსვლას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა